„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს

შეიძლება ვერც კი შეამჩნიო, რამდენი ყურადღება ეთმობა თითოეულ დეტალს იმისთვის, რომ შენი ყოველდღიურობა უფრო კომფორტული და სრულყოფილი იყოს. სწორედ ამ გზავნილით წარადგინა „ზიგმა საბურთალომ“ ახალი საიმიჯო ვიდეოკამპანია, რომელიც პრემიუმ საცხოვრებელ გარემოზე განსხვავებული ხედვით საუბრობს.

კამპანიის მთავარი იდეა იმ დეტალებს ეძღვნება, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, თუმცა ხშირად თვალისთვის უხილავი რჩება. ხარისხიანი სამშენებლო მასალები, ენერგოეფექტური საინჟინრო გადაწყვეტილებები, ხმის იზოლაცია, სივრცის გააზრებული დაგეგმარება, სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილება შენობაში — ეს ყველაფერი საბოლოოდ იმ კომფორტს ქმნის, რომელსაც მაცხოვრებელი ყოველდღიურად გრძნობს.

როგორც „ზიგმას“ დამფუძნებელი აღნიშნავს, პრემიუმ ცხოვრება მხოლოდ ის არ არის, რასაც ადამიანი პირველივე შეხედვისას ხედავს.

„დღეს პრემიუმ პროექტებზე საუბრისას ყურადღება, როგორც წესი, არქიტექტურაზე, ხედებსა და ინფრასტრუქტურაზეა გამახვილებული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი აზრით, პრემიუმ ცხოვრება სწორედ იმ გადაწყვეტილებებზე დგას, რომლებსაც ადამიანი შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს. სწორედ ეს უხილავი დეტალები განსაზღვრავს ყოველდღიურ კომფორტს, სიმშვიდესა და ცხოვრების ხარისხს,“ — აღნიშავს კომპანიის დამფუძნებელი, ზვიად ჩოხელი.

პროექტის დაგეგმვის თითოეულ ეტაპზე მთავარი კითხვა იყო, როგორ იმუშავებდა ეს სივრცე ადამიანისთვის არა მხოლოდ დღეს, არამედ მრავალი წლის განმავლობაში. სწორედ ამ მიდგომით შეირჩა როგორც სამშენებლო მასალები და საინჟინრო სისტემები, ისე საერთო სივრცეები და ინფრასტრუქტურა.

„ზიგმა საბურთალო“ მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ახალ დამაკავშირებელ ხიდთან შენდება, რომელიც საბურთალოს, ვაკესა და წყნეთს ერთმანეთთან პირდაპირ აკავშირებს. პროექტი აერთიანებს პრემიუმ კლასის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ორ საცურაო აუზს, თანამედროვე ფიტნეს სივრცეს, საუნას, სქვოშის კორტს, 24-საათიანი კონსიერჟის მომსახურების მქონე ლობის, პრემიუმ კომერციულ ზონასა და ოთხდონიან ავტოსადგომს.

პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია ფუნქციური ტერასებიც, რომლებიც საცხოვრებელ სივრცეს დამატებით განზომილებას სძენს და ქალაქთან ბუნებრივ კავშირს ქმნის.

ზიგმას პროექტში ინფრასტრუქტურა მხოლოდ დამატებითი სერვისი არ არის — ის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და სწორედ ამიტომ ყველა სივრცე მაცხოვრებლის საჭიროებებზეა მორგებული.

ხარისხი „ზიგმასთვის“ მხოლოდ ვიზუალური სტანდარტებით არ განისაზღვრება. პროექტში გამოყენებულია B35 მარკის ბეტონი, Ytong-ის უმაღლესი ხარისხის ბლოკი, „ჯეოსტილის“ არმატურა და ავსტრიული Doka-ს საყალიბე სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სეისმურ უსაფრთხოებასა და შენობის საინჟინრო გამართულობას. კომპლექსში ასევე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, Otis-ის შვიდი პრემიუმ ლიფტი, მათ შორის დამოუკიდებელი ლიფტი კურიერებისთვის.

„ამ პროექტს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მომავალში აქ ჩემს ოჯახთან ერთად თავადაც ვაპირებ ცხოვრებას. ამიტომ თითოეულ გადაწყვეტილებას ერთი კითხვით ვუდგებოდით — ავირჩევდით თუ არა ამას საკუთარი ოჯახისთვის. თუ პასუხი უარყოფითი იყო, ეს გადაწყვეტილებაც იცვლებოდა,“ — ამბობს „ზიგმას“ დირექტორი ზვიად ჩოხელი.

თანამედროვე პრემიუმ საცხოვრებელი გარემო მხოლოდ არქიტექტურით არ იქმნება. მთავარი ღირებულება იმ გამოცდილებაშია, რომელსაც ადამიანი საკუთარ სახლში ყოველდღიურად იღებს. სწორედ ამ ხედვით შეიქმნა „ზიგმა საბურთალო“ — პროექტი მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს.

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება