საიას თავმჯდომარე - საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან - რაზმები დამოუკიდებლად არ და ვერ იმოქმედებენ, ამრიგად, ადამიანებს სპეცრაზმი დაარბევს თუ სადამსჯელო რაზმები, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოსია

ადამიანებს სპეცრაზმი დაარბევს თუ სადამსჯელო რაზმები, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოსია , - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან, როდესაც სხვადასხვა აქტორი თავისი როლით არის ჩართული, ესენია კერძო დაჯგუფებები, მედია, სახელმწიფო ინსტიტუტები“.

„საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე, კანონმდებლობით უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა, განსაკუთრებით საგანგაშოა.

როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება, ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს [არაერთი პრეცედენტი შეგვიძლია მოვიყვანოთ, სადაც მედიის პასუხისმგებლობა საერთაშორისო სისხლის სამართალშიც კი გამოიკვეთა, არა თუ უფლებრივ სამართალში მხოლოდ].

ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს. სადამსჯელო ჯგუფების პირველი მაგალითები 2024 წლის გაზაფხულის აქციების კონტექსტშიც დავაიდენტიფიცირეთ, და შემდეგ 28 ნოემბრის შემდგომ პერიოდშიც.

შესაბამისად, საქმე გვაქვს ძალადობის ორკესტრირებასთან, როდესაც სხვადასხვა აქტორი თავისი როლით არის ჩართული, ესენია კერძო დაჯგუფებები, მედია, და სახელმწიფო ინსტიტუტები.

არსებული კონტექსტი იძლევა იმის მკაფიოდ თქმის საშუალებას, რომ ეს რაზმები დამოუკიდებლად არ და ვერ იმოქმედებენ. ამრიგად, ადამიანებს სპეცრაზმი დაარბევს თუ სადამსჯელო რაზმები, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოსია“,- წერს თამარ ონიანი.

ინფორმაციისთვის, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

ქართველიშვილის თქმით, მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან, მათ შორის, „მზად არიან თითოეულ ქმედებაზე აგონ პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც წავიდნენ“.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება