ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე - განვიხილავთ პირველ რიგში ირანის საკითხს, ჩვენი მიზანი უსაფრთხოების დაცვა და მშვიდობის ზონის გაფართოებაა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ირანის საკითხს განიხილავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს.

„ჩვენ განვიხილავთ დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხს, პირველ რიგში კი ირანს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ჩვენი უსაფრთხოების დაცვა და ასევე ჩვენს გარშემო მშვიდობის ზონის გაფართოებაა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ აშშ-ში გამგზავრებამდე.

ცნობისთვის, ეს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თებერვალში აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო მოქმედებები დაიწყეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა