ეროვნული ბანკი - ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივნისის მდგომარეობით 7.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

კერძოდ, 2026 წლის ივნისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 612.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივნისის მდგომარეობით 7.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

კერძოდ, ივნისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 612.6 მლნ აშშ დოლარით შეავსო. ხოლო, 2026 წლის იანვარ-ივნისში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2026 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი;

თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი;

მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი;

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი;

მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი;

ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა