რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია, რუსი დიპლომატი კი ქვეყნიდან გააძევა

რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია და რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ინფორმაციას რუმინეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

რუმინეთის საგარეო უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დრონის ნამსხვრევები აჩვენეს.

„შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევები, რაც ასევე ნატო-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთს ყველა ამ სერიოზულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება“, - აცხადებს რუმინეთის საგარეო უწყება.

ასევე, რუსეთის ელჩს აცნობეს, რომ რუმინეთში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა ხუთი დღის ვადაში უნდა დატოვოს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა