დიმიტრი პესკოვი პუტინ-ფაშინიანის საუბარზე - ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა

სომხეთში რეფერენდუმი რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვმა განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა.

„ბუნებრივია, განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, საუბარი შედგა იმ განცხადების შესახებ, რომელიც ახლახან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერებმა სომხეთთან დაკავშირებით მიიღეს“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით შედგა.

„ხაზი გაესვა სომხეთში რეფერენდუმის რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას, რათა განისაზღვროს ის, თუ რომელი მიმართულებით სურს სომეხ ხალხს სვლა“, - აღნიშნა პესკოვმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა