თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც თბილისის საკრებულოსთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.

საკრებულოსთან გამართული აქცია სოლიდარობის ნიშნად გაიმართა იმ პირების მხარდასაჭერად, რომლებიც პოლიციამ 26 ივლისს დააკავა.

აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ დღესაც დააკავა ერთ-ერთი დემონსტრანტი. არსებული ინფორმაციით, დაკავების მიზეზი ბანერზე განთავსებული წარწერა გახდა, რომელიც მას ხელში ეჭირა.

ცნობისთვის, 10 პირი დააკავეს თბილისის საკრებულოსთან, გუშინ, 26 ივლისს. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა