ლაშა ტუღუში - „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ევროკავშირზე უარის სათქმელად აჩვევს - რუსეთს ვერ ხედავენ, მათთვის ბერლინი და პარიზია მტერი

მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართული ანტიდასავლური რიტორიკით საზოგადოებას ევროკავშირზე საბოლოო უარის სათქმელად ამზადებს.

„ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი რეალობის აბსურდულ აღქმად მიიჩნევს, რომ ხელისუფლება საფრთხედ რუსეთის ნაცვლად ბერლინსა და პარიზს წარმოაჩენს.

„რომ შეხედო დინამიკას, მიცოცდნენ, უფრო და უფრო შეეპარნენ ანტიდასავლურ და ანტიევროპულ რიტორიკას. ნაბიჯ-ნაბიჯ აუარესებენ მიდგომებს. თავის დროზე ამბობდნენ, რომ „ევროპა გვინდა და რატომ გვაკრიტიკებენ, თითქოს წინააღმდეგი ვართ“. შემდეგ რიტორიკა შეცვალეს და მივიდნენ იქამდე, თქვეს, ვაჩერებთ [მოლაპარაკებას ევროკავშირთან] . მერე თქვეს, რომ „ჩვენ არ გაგვიჩერებია, სხვებმა გააჩერესო”. დაიწყეს ელჩების ინტენსიური დისკრედიტაცია, შემდეგ ელჩებიდან გადავიდნენ სახელმწიფოებზე..... რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა, ქრისტიანობას ებრძვიან, შემდეგ იდეა შემოიტანეს „დიფ სტეიტის“, რომელსაც არავინ იღებს სერიოზულად. საერთოდ ბევრ რამეში არიან აცდენილები“, - აცხადებს ტუღუში და დასძენს, რომ ეს ყველაფერი არის „აბსურდი“.

„მეტი მტერი ვერავინ დაინახეს გარშემო. რუსეთს ვერ ხედავენ, ხედავენ ევროპას. ბერლინია მტერი და პარიზი“, - განაცხადა ტუღუშმა.

მედიაექსპერტის შეფასებით, მმართველი პარტია საზოგადოების შეგუებას და ნაბიჯ-ნაბიჯ იმ გარემოს შექმნას ცდილობს, სადაც ქვეყანა დასავლურ კურსზე თავად იტყვის უარს.

ამ კონტექსტში ტუღუშმა ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო განცხადებაზე, რომელშიც პაპუაშვილი სვამს კითხვას: „სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში წევრობას, თუ უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს გართმევენ?!“.

„რაციონალურად ნაბიჯები გვეუბნება, რომ ამას მოჰყვება შემდეგი ნაბიჯები. თანდათან, მიზანმიმართულად იქმნება გარემო, აჩვევენ საზოგადოებას, რომ ბოლოს უარი უნდა ითქვას [ევროკავშირზე]. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ევროპას ეთქვა, „დაგვანებეთ თავი“, მაგრამ ისინი არ აკეთებენ, რადგან ხედავენ, რომ ხალხი სხვანაირია ქვეყანაში. ამ ხალხს, უმრავლესობას უნდა ევროკავშირის წევრობა. რადგან არ გამოდის, როგორც ჩანს, იქით წავიდა უკვე, ეს არის მაქეთ გადადგმული ნაბიჯი, რაც პაპუაშვილმა თქვა, რომ თავად მიიღონ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ტუღუშმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა