ანდრეი სიბიგამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ანდრეი სიბიგასა და ედ მილიბენდს შორის პირველი შეხვედრა შედგა.

„გაერთიანებული სამეფო უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ახლო და საიმედო მოკავშირედ რჩება. განვიხილეთ კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რუსეთზე სანქციების მეშვეობით ზეწოლის გაზრდისთვის და მომავალი ზამთრისთვის უკრაინის ენერგოსისტემის მომზადების მიზნით ძალისხმევის კოორდინაციისთვის“, - წერს სიბიგა X-ზე.

ანდრეი სიბიგამ დიდ ბრიტანეთს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა