ენდი ბერნემი - ჩვენ 100%-ით უკრაინის გვერდით ვართ

ჩვენ 100%-ით უკრაინის გვერდით ვართ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სრულად შევასრულებ ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანას უკრაინის წინაშე აქვს აღებული“, - განაცხადა ბერნემმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ელექტრონული ჩახშობის სისტემას გადასცემს, რათა დრონები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან დაიცვას.

„ჩვენ უკრაინას გადავცემთ ადგილობრივი წარმოების ელექტრონული ჩახშობის ტექნოლოგიას, რათა საკუთარი დრონები დაიცვას. ეს მათ დაეხმარებათ, რომ სამიზნეებს დაარტყან და უკრაინელთა სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, ეს აჩვენებს იმ ინოვაციას, რისი მიღწევაც ჩვენს ინდუსტრიებს ერთად შეუძლიათ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა