დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის წინააღმდეგ ომს, ლიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროგრესსა და „აბრაამის შეთანხმებების“ გაფართოების მცდელობას განიხილავენ.

ამასთან, თეთრი სახლის ოფიციალური პირის განცხადებით, დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესზე ისაუბრებენ. „ახლა ომის დასრულების დროა“, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

ნეთანიაჰუ და ზელენსკი დღეს ვაშინგტონში ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის, დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავენ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა