ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც დონალდ ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.

„ჩვენი განრიგი შეხვედრებს მოიცავს პრეზიდენტ ტრამპთან, მის გუნდთან და ყველასთან, ვისაც ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ნომერ პირველი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობაა“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ვაშინგტონში სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა თეთრ სახლში, თბილისის დროით 17:30 საათზეა დაგეგმილი. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა