თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება

თბილისის საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, დღეს, სავარაუდოდ 13:00 საათიდან იმსჯელებენ.

პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.

ინფორმაციისთვის, 26 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირები საგარეჯოს, გურჯაანისა და დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში შეასახლეს.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან, აქციის მიმდინარეობისას 10 პირი: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ,,შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს