„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად

„სილქ ჰოსფითალითის“ სტუმარმასპინძლობის მიმართულებებს თუშეთი შეემატა. ახალი შალე სოფელ შენაქოში, ზღვის დონიდან 1930 მეტრზე მდებარეობს და სტუმრებს თუშეთის ბუნების, კულტურისა და ადგილობრივი ცხოვრების ახლოდან გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

რვა სტუმარზე გათვლილი ორსართულიანი შალე აერთიანებს კომფორტს, სიმყუდროვესა და თუშეთისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ გარემოს.

„სილქ ჰოსფითალითი ყოველთვის ცდილობს, სტუმრებს საქართველო მისი მრავალფეროვნებით, კულტურითა და გამორჩეული კუთხეებით გააცნოს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიახლეა თუშეთის დამატება იმ უნიკალურ გამოცდილებათა ჩამონათვალში, რომელსაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ. თუშეთის უნიკალური ბუნება, ავთენტური გარემო და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობა გვაძლევს შესაძლებლობას, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შევუქმნათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ტურისტებს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება განსაკუთრებული გამოცდილება ყველასთვის, ვისაც სურს, აღმოაჩინოს თუშეთის ნამდვილი სილამაზე და სული“, - დავით რაფავა, სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი.

შალეს პირველ სართულზე მოწყობილია მყუდრო მისაღები ოთახი ბუხრით, სასადილო სივრცითა და სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი, ასევე საუნა, რომელიც დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მეორე სართულზე სამი დამოუკიდებელი საძინებელია, თითოეულ მათგანს ფართო ვერანდა ამშვენებს, საიდანაც თუშეთის მთებსა და უნიკალურ ლანდშაფტზე პანორამული ხედები იშლება. შალედან სულ რამდენიმე წუთის სავალზე (200 მეტრში) მდებარეობს შენაქოს ისტორიული ეკლესია - თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული და არქიტექტურული ძეგლი.

შალეში განთავსება სტუმრებს საშუალებას აძლევს, კომფორტულ და მშვიდ გარემოში დაისვენონ და ამავდროულად თუშეთის უნიკალური ადგილები აღმოაჩინონ. დიკლოს, ომალოსა და დართლოს მონახულება, რომლებიც თუშეთის კულტურულ იდენტობას, ტრადიციულ არქიტექტურასა და ისტორიულ გარემოს წარმოაჩენს, მოგზაურობას განსაკუთრებულ გამოცდილებად აქცევს.

„შენაქო შალე” განკუთვნილია ოჯახებისთვის, მეგობრების ჯგუფებისა და იმ მოგზაურებისთვის, რომლებსაც თუშეთის ბუნებაში მშვიდი დასვენება, კომფორტული საცხოვრებელი სივრცე და ადგილობრივი კულტურის გაცნობა სურთ.

დაჯავშნა შესაძლებელია სილქ ჰოსფითალითის ვებ გვერდზე და booking.com-ზე welcome@silkhospitality.com

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს