ფინური მედია - ფინეთმა დრონების საფრთხის გამო რუსეთთან ახლოს საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა

ფინეთმა დრონების საფრთხის გამო რუსეთთან ახლოს საჰაერო და საზღვაო სივრცის გამოყენებაზე შეზღუდვები დააწესა, - ინფორმაციას ფინური მედია ავრცელებს.

ფინეთის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეზღუდვები კოტკასა და ჰამინას სანაპიროებთან საჰაერო და საზღვაო სივრცეებზე გავრცელდა.

ფინეთის გენშტაბის ინფორმაციით, შეზღუდვები პრევენციულ ხასიათს ატარებს და უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე ობიექტებზე დრონებით თავდასხმებს უკავშირდება.

მათივე განცხადებით, შეზღუდვების დაწესება აუცილებელია იმისთვის, რათა ფინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემთხვევით შეჭრილი დრონები სწრაფად და უსაფრთხოდ გაანეიტრალონ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა