იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა და ელექტროენერგია გაითიშა - არიან დაშავებულები

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად შენობები ჩამოინგრა და ელექტროენერგია გაითიშა - არიან დაშავებულები, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.

სანაე ტაკაიჩის ცნობით, კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

„უკვე მივიღეთ ცნობები, რომ არიან დაშავებულები. ზოგიერთ რაიონში ელექტრონერგია გაითიშა და ხანძარი გაჩნდა. ასევე, გზები და ხიდები დაზიანდა და შენობები ჩამოინგრა“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.

იაპონიის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, 150 000-ზე მეტ ადამიანს ევაკუაციის ცენტრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

კუნძულის ენერგოკომპანია Kyushu Electric Power-ის განცხადებით, 40 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ასევე, სარკინიგზო კომპანია JR Kyushu-მ მატარებლების მოძრაობა შეაჩერა, ხოლო კუმამოტოს აეროპორტში ფრენები გადაიდო ან გაუქმდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა