„ალდაგის“, „ლაიონ აუქციონისა“ და „ლაიონ ავტოს“ სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“, „ლაიონ აუქციონსა“ და „ლაიონ ავტოსთან“ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებლისთვის ერთობლივი შეთავაზება შექმნა.

მათ, ვინც „ლაიონ აუქციონზე“, ან „ლაიონ ავტოში“ შეიძენენ ავტომობილებს, ერთი წლის ვადაში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ფასდაკლება „ალდაგის“ ავტოდაზღვევაზე.

ამავდროულად „ალდაგის“ როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს ექნებათ განსაკუთრებული ფასი „ლაიონ ავტოში“ ავტომობილების შესაძენად.

„ლაიონ აუქციონი“ და „ლაიონ ავტო“ მომხმარებლებს იმპორტირებული ავტომობილების ფართო არჩევანს, ორი ალტერნატიული მექანიზმით სთავაზობს. „ლაიონ ავტო“ ორიენტირებულია აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან ავტომობილების იმპორტზე და უზრუნველყოფს სრულფასოვან საოპერაციო მხარდაჭერას: ავტომობილის ისტორიის ვერიფიკაციას, ტრანსპორტირებას, საბაჟო პროცედურების ადმინისტრირებასა და ტექნიკურ კონსულტაციას. პარალელურად, „ლაიონ აუქციონი“ წეროვანში მდებარე ავტოსადგომზე უკვე იმპორტირებული ავტომობილების რეალიზაციას ახორციელებს. ყოველ კვირეულ აუქციონზე მომხმარებელს შეუძლია სასურველი ავტომობილის ადგილზე შერჩევა, შესყიდვა და განბაჟება-რეგისტრაციის პროცედურების იმავე დღეს დასრულება. აღნიშნული სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გამჭვირვალე და უსაფრთხო გარემოში, საკუთარი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩიონ ავტომობილის სასურველი მოდელი.

„იმპორტირებული ავტომობილების მოხმარება გავრცელებული პრაქტიკაა. ჩვენი მიზანია, მომავალმა მფლობელებმა შეძენისთანავე იგრძნონ სრული ფინანსური დაცულობა და თავიდან აირიდონ გაუთვალისწინებელი ხარჯები. სადაზღვევო პრემიის საჩუქრად გადაცემა არის ალდაგის ინიციატივა, რომელიც მიმართულია დაზღვევის პრაქტიკული სარგებლიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ“, - აცხადებენ ალდაგში.

„ალდაგის“ ავტოდაზღვევა მძღოლებს ფინანსურ სიმშვიდეს უზრუნველყოფს და ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა: ავტოსაგზაო შემთხვევები, გარეგანი დაზიანებები, სტიქიური მოვლენები (მათ შორის სეტყვა და მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და აფეთქება.

ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა