ირანში ორი მომიტინგე საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ირანში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ წელს მასშტაბურ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილეობაში, - ინფორმაციას CNN-ი ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, აბოლფაზლ სეფაჰი ბაჯანი და ამირჰოსეინ საფარი ჰოსეინაბადი სიკვდილით გამთენიისას, ალი ხანის მოედანზე დასაჯეს.

ორივე მამაკაცი იმ 14 ადამიანს შორის იყო, რომლებსაც სიკვდილით დასჯა დემონსტრაციებთან დაკავშირებულ საქმეზე მიესაჯათ.

ირანის ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბრალი დასდო „უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ძალადობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ცეცხლგამჩენი მოწყობილობების გამოყენებაში, საზოგადოებრივი ქონების დაზიანებასა და მოკლულთა ცხედრების დაწვაში“.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა