ლევან გოგიჩაიშვილი - უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა - 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადაწყვიტა 4 წლის განმავლობაში ამ პრობლემას როგორ გამკლავებოდა და ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა - 4 წელზე მეტი ჰქონდათ იმისთვის, რომ „ინტერ რაოს“ წილი შეეზღუდათ თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ ეს არ გააკეთეს! - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც ახლა ხელისუფლებამ შეიძლება გააკეთოს იმისთვის, რომ მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოასწოროს, არის ის, რომ „ინტერ რაოს“ სააქციო წილი შეზღუდოს და იმის იმედი ჰქონდეს, რომ საქართველოში არსებულ კომპანიებს ევროკავშირი სანქციებს არ შეახებს.

„4 წელიწადნახევარი მიდის ომი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის და „ინტერ რაო“, როგორც რუსული კომპანია, არის ომის მხარი, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს და ერთ-ერთი ძალიან მსხვილი დამფინანსებელია ამ ომის, რუსეთის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც არის აბსოლუტურად კორუმპირებული, უვიცი, არაფრის მაქნისი, ვერ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აარიდებდა იმ შესაძლო პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ რუსული კომპანიის დასანქცირებამ. ჩვენ რომ ვყოფილიყავით, ასეთ დროს, „ინტერ რაოს“ უკვე ჩამორთმეული ექნებოდა იმდენი პროცენტის წილი, რომელიც ასეთ გადაწყვეტილებებს ევროკავშირს არ მიაღებინებდა და ასეთ სანქციების პაკეტს არ გააჩენდა ფიზიკურად, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი არაკომპეტენტურობით, თავისი გაუბედაობით, თავისი დამოკიდებულებით რუსულ ხაზზე, გამოიწვია ის, რომ ამ კომპანიის დასანქცირებამ შეიძლება თბილისის მოქალაქეებს ცხოვრება გაურთულოს და პრობლემა შეუქმნას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს „თელმიკოსა“ და „თელასზეც“ გავრცელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიზღუდება გადარიცხვები, შეიზღუდება სხვადასხვა ოპერაციები. ეს ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს პრობლემების ქვეშ, იმიტომ, რომ ისინიც დასანქცირდებიან, საბანკო წვდომები, საბანკო სერვისები შესაძლებელია ამ ადამიანებს და ამ კომპანიებს შეეზღუდოთ, შეიქმნება ძალიან სერიოზული პრობლემები, მხოლოდ იმის გამო, რომ გაუბედავმა, უსუსურმა, არაფრის მაქნისმა „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გადაწყვიტა 4 წლის განმავლობაში ამ პრობლემას როგორ გამკლავებოდა და ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა. დღეს რაც შეიძლება გაკეთდეს, პირველი ნაბიჯი, რამაც შეიძლება მდგომარეობა გამოასწოროს თუ ეყოფა „ქართულ ოცნებას“ იმის გამბედაობა, რომ „ინტერ რაოს“ სააქციო წილი შეზღუდოს და შესაბამისად, ისეთ პროცენტზე ჩამოიყვანოს, რომ ევროკავშირმა იმ კომპანიების მიმართ, სადაც „ინტერ რაო“ რაღაც პროცენტით მაინც იქნება, ეს სანქციები გააუქმოს. თუ ეყოფა „ქართლ ოცნებას“ ამის გამბედაობა. თითების შვერა საკუთარი უსუსურობის, უმაქნისობის და არაფრის გაკეთების გამო სხვისკენ, არის კიდევ უფრო მეტი უპასუხისმგებლობა. 4 წელზე მეტი ჰქონდათ ამ ადამიანებს იმისთვის, რომ „ინტერ რაოს“ წილი შეეზღუდათ თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ ეს არ გააკეთეს!“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა დაასანქცირა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო”, რომელიც “თელასის” და “ხრამჰესი 1/2”-ის არაპირდაპირი მფლობელია. “ინტერ რაო” რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ კომპანათა სიაშია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა