Reuters - იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი იაპონიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მომხდარი 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა.

ასევე, გაზეთ Nikkei-ს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მიწისძვრის დროს ჩქაროსნულ მატარებელში იმყოფებოდნენ.

იაპონიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის შემდეგ Aeon-ის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა და შესაძლოა, შენობაში ადამიანები იყვნენ ჩარჩენილი.

ქვეყნის ხელისუფლებამ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა, თუმცა მოგვიანებით გააუქმა.

მიწისძვრის შედეგად კუნძულზე გზები და ხიდები დაზიანდა, შენობები ჩამოინგრა და რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ასევე, კუნძულზე 40 000-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, მატარებლების გადაადგილება შეჩერდა და კუმამოტოს აეროპორტში ფრენები გადაიდო ან გაუქმდა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა