აზერბაიჯანის საგარეო უწყება - რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების აზერბაიჯანთან დაკავშირება უნდა დასრულდეს

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების აზერბაიჯანთან დაკავშირებულ ჭრილში ინტერპრეტაციის პრაქტიკა უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, აიხან ჰაჯიზადამ ყარაბაღის რეგიონისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

აიხან ჰაჯიზადის თქმით, მისი რუსი კოლეგის, მარია ზახაროვას მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის წარსულ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოთქმული შეხედულებები რეალობის დამახინჯებას წარმოადგენს.

„ყარაბაღის რეგიონი საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის რუსეთის მიერ, ყოველთვის აღიარებული იყო აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად. შესაბამისად, მცდელობა, მუდმივად დღის წესრიგში დარჩეს აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიებზე, რომლებიც 30 წლის განმავლობაში სომხეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მექანიზმების გამოყენების საკითხი და იგი დაუკავშირდეს იმას, აღიარებს თუ არა სომხეთი ყარაბაღის რეგიონს, არა მხოლოდ ეწინააღმდეგება რუსეთის ოფიციალურ პოზიციას აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონთან დაკავშირებით, არამედ სრულიად უსაფუძვლოცაა. აზერბაიჯანმა აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად და ამგვარად, წარსული კონფლიქტი მოგვარებულია. ამ კონტექსტში, რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების აზერბაიჯანთან მიმართებაში ინტერპრეტაციის პრაქტიკა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მონაწილეობა მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ კონფლიქტში შეუძლებელი იყო, რადგან თვით სომხეთიც კი არ აღიარებდა ამ ტერიტორიას.

„იყო ისტორია სომხეთთან დაკავშირებით, რომელიც, თითქოს, ამბობდა: „მოდით, ОДКБ-ის მექანიზმი ავამოქმედოთ“. მაგრამ რეალურად - ვისთან და რასთან მიმართებაში? იმ ტერიტორიის გამო, მთიანი ყარაბაღის გამო, რომელსაც თავად სომხეთი - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ჩემი განსასჯელი არ არის, ეს მათ, ერევანს უნდა ჰკითხოთ -არც საკუთარ ტერიტორიად და არც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებდა“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს