აშშ-ის საელჩო მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში - „Sea Breeze 2026“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში - „Sea Breeze 2026“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

აშშ-ის საელჩო მოხარულია, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო „Sea Breeze 2026”-ში - აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში, რომელიც აერთიანებს ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, თავსებადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული.

„მონაწილეებმა გაიარეს წვრთნები ნაღმების აღმოჩენისა და განეიტრალების, წყალქვეშა სამუშაოებისა და სამაშველო ოპერაციების, ასევე ფეთქებადი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფისა და უეკიპაჟო სისტემების გამოყენების მიმართულებით.

სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და საქართველოს თავდაცვის ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე. ერთობლივი წვრთნებით მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა