ჯო უილსონი - „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება - მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ „ვოუქ“ ცენზურას

“ქართული ოცნების” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება, მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მათ “ვოუქ” ცენზურას! - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს.

“როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს. ამ “ვოუქ” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება. მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ “ვოუქ” ცენზურას!” - წერს უილსონი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ