აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ძალებზე ირანის მოულოდნელი თავდასხმა მოიგერიეს და საუდის არაბეთის ძალებთან ერთად ერაყში ირანის მოკავშირეებზე იერიში მიიტანეს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა წარმატებით მოიგერიეს ირანის „მოულოდნელი თავდასხმა“ ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა.

„დღეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ძალებმა ირანიდან რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის ძალებზე მოულოდნელი თავდასხმის მცდელობისას. ყველა ირანული რაკეტა წარმატებით მოვიგერიეთ. აშშ-ის ძალები კვლავ ფხიზლად და მზადყოფნაში არიან“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა და საუდის არაბეთის ძალებმა ერაყში ირანთან დაკავშირებული ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ზუსტი დარტყმები განახორციელეს.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები მიმართული იყო იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებდა.

„აშშ-ის და საუდის არაბეთის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ ერაყში ტერორისტების ლოგისტიკისა და იარაღის მრავალი ობიექტი დაბომბეს, რაც ბოლო 72 საათის განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ მართული 30-ზე მეტი საჰაერო დრონით განხორციელებულ თავდასხმაზე მკაცრი საპასუხო რეაქცია იყო“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს