ბენიამინ ნეთანიაჰუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე - ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი ოდესმე გვქონია

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას მათ შორის გამართული ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი უწოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საუბარი, რაც კი მქონია ჩვენს მეგობართან, აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან. იდეების გაცვლის და ასევე ისრაელის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კოორდინაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, საუბარი სრულ პარტნიორობასა და ურთიერთმხარდაჭერას ეფუძნებოდა, „იმ საერთო მიზნის გაცნობიერებით, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს“.

დონალდ ტრამპსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, აშშ-სა და ისრაელის მთავრობების მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა მოლაპარაკებებს პოზიტიური და პროდუქტიული უწოდა.

ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ლიდერებმა ასევე განიხილეს აშშ-ისრაელის თანამშრომლობა და „ახლო აღმოსავლეთში არსებული სხვადასხვა შესაძლებლობები“.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ