ანდრეი სიბიგა - აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი ესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯებისგან თავის შეკავების, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის შეწყვეტის აუცილებლობას

გულახდილი საუბრისთვის დავურეკე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის. დიპლომატია ნიშნავს პირდაპირ საუბარს, მაშინაც კი, როცა ეს რთულია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ყველა ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ ქვეყნის რუსული აგრესიისგან დაცვას.

„ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენი მიზანია არასაჭირო ესკალაციის თავიდან აცილება. კიდევ ერთხელ გავიმეორე, რომ უკრაინის ყველა ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაცვას რუსული აგრესიისგან და არასდროს არის მიმართული სამოქალაქო გემების ან ადამიანების მიზანში ამოღებისთვის. ეს ასევე ეხება ირანის განცხადებებს მათი დაღუპული მოქალაქის და სამოქალაქო გემის შესახებ, რომელიც ბოლო ინციდენტის დროს სამიზნე გახდა. ჩვენი მიზანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ყველა ინციდენტის ძირითადი მიზეზია და სწორედ რუსეთია სრული პასუხისმგებლობა ყველა პროვოკაციასა და მსხვერპლზე“, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, ირანელ კოლეგასთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია თავის შეკავება იმ ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც ესკალაციას იწვევს.

„ხაზი გავუსვი ესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯებისგან თავის შეკავების, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის შეწყვეტის აუცილებლობას. ეს ომი უკანონოა და უნდა დასრულდეს. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: ევროპა და ახლო აღმოსავლეთი იმსახურებენ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და მშვიდობას“, - აცხადებს სიბიგა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა