იაპონიაში მიწისძვრას 13 ადამიანი ემსხვერპლა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.

მიწისძვრის შედეგად ნაწილობრივ ჩამონგრეულ კუმამოტოს სავაჭრო ცენტრში, სადაც ბევრი ადამიანია ჩარჩენილი, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

კუმამოტოს პრეფექტურის წარმომადგენლების განცხადებით, ევაკუირებულია 9 872 ადამიანი. ამასთან, დაახლოებით 36 700 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა 6.8 მაგნიტუდად შეაფასა, სამშაბათს კუნძულ კიუ-შიუზე, კუმამოტოს პრეფექტურაში მოხდა. ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუ-შიუზე მდებარე კუმამოტოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიტასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ