მედია - რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით შეტევა განხორციელდა - სამიზნე Wildberries-ის საწყობები იყო

რუსეთის ქალაქ რიაზანზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სოციალურ ქსელებსა და რიაზანის ოლქის გუბერნატორ პაველ მალკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი იყო.

„რიაზანში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის მოგერიების შემდეგ ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, მოსახლეობას ურჩევენ, შენობებში დარჩნენ და ფანჯრებთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.

გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ რეგიონში ექვსი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რიაზანთან ახლოს Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ