ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაარსების დღიდან პოზიციონირებს, როგორც საქართველოსა და რეგიონის ტექნოლოგიური განათლების მთავარი ჰაბი. „სილიკონ ველი თბილისის“კონცეფციაზე დაფუძნებული ეს სივრცე სტუდენტებს სთავაზობს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოს, სადაც იდეები რეალურ, ინდუსტრიულ პროექტებად იქცევა.
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული გლობალური შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. განვიხილოთ ის ძირითადი სპეციალიზებული ლაბორატორიები და სამუშაო გარემო, რომელიც BTU-ს გამოარჩევს:
XR and AI Lab – გაფართოებული რეალობის და ხელოვნური ინტელექტის სასწავლო ლაბორატორია, BTU-ში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან პარტნიორობით, DAAD-ისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და ვირტუალური რეალობის სათვალეებს, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ საგანმანათლებლო მასალას, დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ ვირტუალურ სასწავლო რესურსებს აერთიანებს.
ლაბორატორია 4.0 – ლაბორატორიის კონცეპტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის – HEIn4-ის ფარგლებში განავითარა. ლაბი ბიზნესში მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე მუშაობს.
iOS & Android ლაბორატორია BTU-ში, Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა და მას მიენიჭა სახელი „Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი განათლებისთვის“ (AATCE). სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებული არიან უზრუნველყონ ლექტორებისა და სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები კი საგულდაგულოდ არის შერჩეული Apple-ის სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსები და ასევე, ინფრასტრუქტურა. აღნიშნული ლაბორატორია შექმნილია USAID-ის დაფინანსებით და სტუდენტების, ლექტორებისა და გარე ბენეფიციარების iOS და ანდროიდის მიმართულებით გადამზადების, პროექტების ინიცირებისა და გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პლათფორმაა, რომლის საშუალებითაც ხდება საქართველოს ენერგო სექტორში მოქმედი კომპანიების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვა და შესაბამისი კვლევებისა და კონსულტაციებს გამართვა. საქართველოში პირველი ენერგო წყაროების ლაბორატორიის ფარგლებში 2022 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდული, რომელიც ენერგო უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებზე ფოკუსირდება. 2024 წლიდან კი იმავე ლაბორატორიაში ენერგო ეფექტურობის მიმართულებით ინსტიტუციური განვითარების პროექტი ხორციელდება.
ბლოქჩეინ ლაბორატორიის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარეობს სწავლება და გადამზადება ბლოკჩეინ სისტემების დეველოპმენტის მიმართულებით, ასევე, მისი ინტეგრირება ორგანიზაციულ პროცესებში.
კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ინიციატივა BTU-ში 2017 წლიდან შეიქმნა. სხვა აქტივობებთან ერთად ლაბორატორიის ფარგლებში განვითარდა და განხორციელდა ჟან მონეს პროექტი ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა.
მდგრადობის ლაბორატორია BTU-ში 2023 წელს შეიქმნა. მისი მიზანია მდგრადობის მიმართულებით საგანმანათლებლო მოდულების და მასალების შექმნა, სამეცნიერო კვლევების და ინსტიტუციური განვითარების პროექტების განხორციელება, მცირე და საშუალო ბიზნესის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა, საუნივერსიტეტო კამპუსის მდგრადობის გეგმის შექმნა და სხვა
Microsoft ლაბორატორია შექმნილია ქართველი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის თანამედროვე ციფრული უნარებისა და ცოდნის ათვისებაში მხარდაჭერისთვის. აღნიშნული ლაბის გახსნა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ლაბის მიზანი იქნება BTU AI პლატფორმის განვითარებაში მონაწილეობა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სხვადასხვა გადაწყვეტის შექმნა და საზოგადოებისთვის შეთავაზება. ლაბი ჩართული იქნება ყველა იმ პროექტში, რომელიც მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების ბლოკჩეინის და სხვა ინოვაციების მიმართულებით.
MarTech Lab შექმნილია საქართველოს მარკეტინგული ბაზრის ტექნოლოგიურად მოწინავე ინდუსტრიად გარდაქმნის მიზნით.
ლაბორატორიის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი, რომელშიც ჩართულია BTU-ს სტუდენტებისა და Quick-ის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული გუნდები.
მედია ლაბორატორია და პოდკასტ სტუდია – მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია BTU-ში ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან პარტნიორობით, DAAD-ის და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა და საგანმანათლებლო მასალებს და დარგის წამყვანი გერმანელი სპეციალისტების მიერ შემუშავებულ მედია რესურსებს აერთიანებს.
ლაბორატორიების გარდა, BTU-ს ტექნოლოგიური გარემოს მთავარი ძალა მისი ერთიანი, უწყვეტი ეკოსისტემაა:
მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სცდება ტრადიციული საგანმანათლებლო დაწესებულების ჩარჩოებს. დღეს ის არის დინამიკური ტექნოლოგიური ჰაბი. ულტრათანამედროვე ლაბორატორიებისა და აქტიური სტარტაპ ეკოსისტემის სინთეზი სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჩაერთონ რეალურ ტექნოლოგიურ პროცესებში და შექმნან მომავლის პროდუქტები.
(R)