სერგეი ლავროვი - ვითარება საკმაოდ სერიოზულია - ჩვენ წინააღმდეგ მთელი დასავლური სამყარო ამხედრდა

ამჟამად ვითარება საკმაოდ სერიოზულია - რუსეთის წინააღმდეგ პრაქტიკულად მთელი დასავლური სამყარო გაერთიანდა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ახლა, როდესაც ისინი (დასავლეთის წარმომადგენლები) კვლავ საუბრობენ „სტრატეგიულ დამარცხებაზე“ და აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს იმ რელოკანტებს, რომლებიც ევროპაში სხვადასხვა ანტირუსულ ორგანიზაციას ქმნიან და თანხებს აგროვებენ რუსეთის ფედერაციის დაშლის მიზნით იატაკქვეშა ბრძოლის გასაგრძელებლად, ამას უკვე საერთოდ აღარ მალავენ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის ცენტრალური ტელეარხები აჩვენებენ ყველაფერს, რასაც დასავლეთი გეგმავს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ ნახოს, რათა გაიგონ, რამდენად სერიოზულია ვითარება.

„პრეზიდენტიც არ მალავს ამას. ჩვენს წინააღმდეგ ამხედრდა მთელი ე.წ. „ცივილიზებული“ სამყარო, როგორც ამას საკუთარ თავს უწოდებენ“, - აღნიშნა ლავროვმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ