„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით აირჩიეს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად მეორე ვადით თინათინ ბერძენიშვილი აირჩიეს.

თინათინ ბერძენიშვილს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მხარი 8 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, თინათინ ბერძენიშვილმა შეიტანა განცხადება.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით ნიშნავს. თინათინ ბერძენიშვილი კი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად 2020 წლის 25 სექტემბერს, 6 წლის ვადით აირჩიეს, შესაბამისად მისი უფლებამოსილების ვადა 2026 წლის 25 სექტემბრამდეა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ