ირანის მოკავშირე „სახალხო მობილიზაციის ძალების“ განცხადებით, ერაყში აშშ-ისა და საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად დაჯგუფების 20 წევრი დაიღუპა და 32 დაშავდა

ირანის მოკავშირე „სახალხო მობილიზაციის ძალების“ განცხადებით, ერაყში აშშ-ისა და საუდის არაბეთის დარტყმების შედეგად დაჯგუფების 20 წევრი დაიღუპა და 32 დაშავდა.

ირანის მოკავშირე ერაყის „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ცნობით, აშშ-მა და საუდის არაბეთმა დარტყმები ნინევეს, ბასრას, ქირქუქის, ქარბალასა და დიალას პროვინციებში მდებარე დაჯგუფების ობიექტებზე განახორციელეს.

აშშ-სა და საუდის არაბეთის იერიშების შედეგად დაჯგუფების სამხედრო შტაბ-ბინები, ავტომობილები და სამხედრო აღჭურვილობა დაზიანდა.

„სახალხო მობილიზაციის ძალები“ შიიტი გასამხედროებული დაჯგუფებების გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც ერაყის უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში შედის.

ცნობისთვის, ერაყში განხორციელებული დარტყმების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გაავრცელა. ცენტრალური სარდლობის თქმით, დარტყმები მიმართული იყო იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის ძალებსა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ