ვოლოდიმირ ზელენსკი - Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები სასწრაფოდ გვჭირდება

Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები სასწრაფოდ გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად საგანგებო „ზამთრის პაკეტის“ გადაცემა სთხოვა, რომელიც Patriot-ის სისტემების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს.

მისი თქმით, უკრაინას ზამთრისთვის 300 ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა სჭირდება და დონალდ ტრამპი დახმარებას დაჰპირდა.

გამოცემასთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენი ურთიერთობები გაცილებით უკეთესი და კონსტრუქციულია. აღარ არის ისეთი ემოციური, როგორც ეს ადრე იყო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში