თინათინ ბერძენიშვილი - „პოსტების“ გაზიარებასთან დაკავშირებით კვლავ ასე ვაპირებ გაგრძელებას, კიდევ ასე „ცუდად“ მოვიქცევი - დიახ, ძალიან მკაცრი ვიქნებით, რომ თანამშრომლებმა თავიანთი მიკერძოებული აზრი არ გამოხატონ

„პოსტების“ გაზიარებასთან დაკავშირებით კვლავ ასე ვაპირებ გაგრძელებას, კიდევ ასე „ცუდად“ მოვიქცევი - დიახ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, რომ [თანამშრომლებმა] თავიანთი მიკერძოებული აზრი არ გამოხატონ, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურმა დირექტორმა, თინა ბერძენიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრის, ლაშა ტუღუშის კითხვას, „რატომ „დასაჯა“ თანამშრომლები სოციალურ ქსელში „პოსტების“ გაზიარების გამო“.

მისივე თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება არ აქვთ.

„რაც შეეხება პოსტების გაზიარებას - აქ მინდა თქვენი ყურადღება იმიტომ, რომ დაპირება რომ ვთქვი, „მე აღარ შევიცვლები“ და კი, ასე ვაპირებ კვლავ გაგრძელებას, კიდევ ასე მოვიქცევი, ბატონო ლაშა, ასე ცუდად. მაგალითად, ჩვენ გვაქვს შინაგანაწესი. კანონში მუქად წერია სიტყვა „მიუკერძოებლობა“. სოციალური მედია არ არის სივრცე, ჩემი სივრცეაო რომ იძახიან. თქვენ როგორც იურისტს ეს ყველაზე კარგად უნდა გესმოდეთ და დარწმუნებული ვარ გესმით. ეს არის ყველაზე მძლავრი საინფორმაციო საშუალება, რომელიც ყველანაირი კვლევით, სტატისტიკით იმაზე ძლიერია, ვიდრე „პირველი არხი“, ან რომელიმე სხვა ტელეარხი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს არის ფაქტი. ამიტომ „ჩემს სოციალურ ქსელში მე პოსტი დავწერე“, ეს აპრიორი არასწორია. ეს ნიშნავს, რომ შენ თავს მიეცი უფლება, საჯარო სივრცეში გამოხატო მიკერძოებული აზრი, რისი უფლებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არც ერთ თანამშრომელს არ აქვს. დიახ, ჩვენ არ გვაქვს საკუთარი აზრის აზრის გამოხატვის უფლება არა სოციალურ ქსელში, საკუთარ კედელზე, არამედ საჯარო სივრცეში. დიახ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, რომ თავისი მიკერძოებული აზრი არ გამოხატონ,“ - განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლაშა ტუღუშმა თინათინ ბერძენიშვილს მიმართა კითხვით, რატომ აძლევს თავს უფლებას თანამშრომლებს ხელფასის მესამედი ჩამოაკლოს, ან სამსახურიდან გაუშვას სოციალურ ქსელში გაზიარებული „პოსტის“ გამო.

„რატომ დასაჯეთ თქვენი თანამშრომლები, მაგალითად, პოსტების გაზიარების გამო? ეს თქვენი პოზიციაა, რომ თუ რომელიმე თანამშრომელი პოსტს გააზიარებს, თავს უფლებას აძლევთ, მას დაუქვითოთ, მაგალითად, ხელფასის მესამედი? მაგალითად, ხელფასის 30% დაუქვითეთ ქალბატონ სინიცას, ბატონი ჩიმაკაძე გააფრთხილეთ და უთხარით მეორედ თუ გააზიარებდა „პოსტს“ სამსახურიდან დაითხოვდით. მე არაფერს ვამბობ ძველ ისტორიებზე, როდესაც თქვენ გარკვეული მოსაზრებების თუ შეხედულებების გამო დაითხოვეთ თანამშრომლები - ზაუტაშვილი, ჩიქოვანი. რატომ აძლევთ თქვენ თავს ამის უფლებას?! შეიძლება რაღაც შინაგანაწესი არსებობდეს, მაგრამ არსებობს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას გააზიაროს სხვისი „პოსტი“. ელემენტარულად გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს