რევაზ სოხაძე თელავში სტიქიით დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე - ყველა იმ ნაგებობას, რაზეც დასკვნა იარსებებს, რომ საფრთხის შემცველია, გამოვისყიდით, ან მესაკუთრეს მონაცვლეობას შევთავაზებთ - ხევის ნაწილი, რაც ქალაქშია, თავიდან ბოლომდე მოწესრიგდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თელავში ყველა იმ ნაგებობას, რომელზეც დასკვნა იარსებებს, რომ საფრთხის შემცველია, გამოისყიდიან, ან მესაკუთრეს მონაცვლეობას შესთავაზებენ. აღნიშნულზე სოხაძემ თელავში, სტიქიის ადგილის დათვალიერებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხევის ნაწილი, რაც ქალაქშია, თავიდან ბოლომდე მოწესრიგდება. მინისტრის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები.

„რამდენიმე კვირის წინ, თელავში იყო საკმაოდ ძლიერი სტიქია. ამ ეტაპისთვის დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები და უკვე დავიწყებთ კაპიტალურად აღნიშნული არხის და მათ შორის დამბების კაპიტალურ შეკეთებას და მოდერნიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ კეთილმოწყობა მოხდეს. რამდენიმე ხიდი დაზიანდა. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ თელავისთვის, მათ შორის ვიზუალური თვალსაზრისითაც, შევეცდებით, რომ ამ პროექტმა კიდევ უფრო გაალამაზოს ჩვენი ქალაქი.

დამბების რეაბილიტაცია სრულად განხორციელდება, უკვე მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები. პროექტირებასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა, სადაც პროექტის დეტალები გავიარეთ და აღნიშნული დამბების სრული რეაბილიტაცია და გაუმჯობესება მოხდება, რადგანაც მომავალში დაზღვეული ვიყოთ ნებისმიერი მსგავსი შემთხვევისგან.

მოდერნიზაციის ფარგლებში მოეწყობა ბეტონის დამცავი კედლები ბეტონის, დამცავი ძირი, ასევე საფეხმავლო ტროტუარები გაკეთდება მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ყველა ის ნაგებობა, რომელზეც შესაბამისი დასკვნა იარსებებს, რომ აღნიშნული ნაგებობა საფრთხის შემცველი არის, მოხდება გამოსყიდვა ან მონაცვლეობის შეთავაზება მესაკუთრეებისთვის და თავიდან ბოლომდე მოწესრიგდება ხევის ის ნაწილი რომელიც ქალაქში არის და არა მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული, არამედ მდინარე ალაზნამდე მთლიანად მოხდება აღნიშნული ხევის გაწმენდა და სამუშაოების ჩატარება.

კომერციულ ფართთან დაკავშირებით კი, მესმის მათი წუხილი, თუმცა რამდენადაც არის ჩემთვის ცნობილი, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება მუნიციპალიტეტი და მხოლოდ მას შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება, როცა ეს დასკვნა იარსებებს, დღეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს გზა ისევ არის ჩაკეტილი”,- განაცხადა სოხაძემ.

ცნობისთვის, თელავში 12 ივლისს მოსულმა სტიქიამ კავკასიონის, სეხნიაშვილის, ალაზნის და ვარდოშვილის ქუჩებზე არსებული ინფრასტრუქტურის დააზიანა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში