თინათინ ბერძენიშვილი - საერთაშორისო ტრანსლაციები, რასაც ვერ ვიყიდით, უფრო და უფრო მეტი იქნება, რადგან ლიცენზიების ფასი იზრდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კი იკლებს - ჩემპიონთა ლიგა ისევ დაბრუნდება, თუ გადავწყვეტთ, რომ ეს საჭიროა

საერთაშორისო ტრანსლაციები, რასაც ჩვენ ვერ ვიყიდით, აწი უფრო და უფრო მეტი იქნება, რადგან ლიცენზიების ფასი იზრდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კი იკლებს - ჩემპიონთა ლიგა ისევ დაბრუნდება, თუ სტრატეგიულად გადავწყვეტთ, რომ ეს საჭიროა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინა ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლიცენზიების ფასი იზრდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კი მას არ მიჰყვება.

„საერთაშორისო ტრანსლაციები, რასაც ჩვენ ვერ ვიყიდით, აწი უფრო და უფრო მეტი იქნება. მხოლოდ ჩვენ კი არა (ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი), ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ევროპაში კარგავს სპორტულ ლიცენზიებს, რადგან ლიცენზიების ფასი იზრდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კი იკლებს, არც რჩება ისეთი, როგორიც არის. ფასი იზრდება და იზრდება, ჩვენი ბიუჯეტი კი მას არ მიჰყვება.

დიახ, ეს არის ძალიან მკაცრი ბიზნესი, რომელსაც არ აქვს წესი. იმდენად იმატებს ფასი, რომ ჩვენ ჩვენი ჩამკეტი გვაქვს და ამ ფასს ზევით ვერ გავყვებით. რა თქმა უნდა, კონკურენცია არის. კონკურენცია მარტო პოლიტიკაში არ არის. კონკურენცია არის კომერციულ საკითხებშიც, ისეთი როგორიცაა სპორტი. თუ კომერციულ ტელევიზიას აქვს საშუალება, რომ ქართულ სპორტს ასევე მიხედოს, მე მხოლოდ მიხარია.

ქართული სპორტი ჩვენს არხებზე აუცილებლად გაძლიერდება. საერთაშორისო ტრანსლაციები არ დაგვიკარგავს, ჩემპიონთა ლიგა ისევ დაბრუნდება, თუ შესაძლებლობა გვექნება და თუ სტრატეგიულად გადავწყვეტთ, რომ ეს საჭიროა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს