ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს ესაუბრა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„ვაშინგტონიდან გზაში სატელეფონო საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ემანუელს თეთრ სახლსა და აშშ-ის სენატში გამართული შეხვედრების დეტალების, ასევე დიპლომატიური პერსპექტივების შესახებ ვაცნობე. ჩვენ შესაძლო ნაბიჯები შევათანხმეთ. ასევე, განვიხილეთ ზამთრისთვის სამზადისი, მათ შორის, აუცილებელი ენერგეტიკული და საჰაერო თავდაცვის პაკეტების მოწოდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ასევე, ზელენსკის ცნობით, ემანუელ მაკრონს ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა.

„უკრაინა ყოველთვის მზად არის დაეხმაროს მათ, ვინც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ წლების განმავლობაში მხარს გვიჭერს. საფრანგეთს ჩვენი დახმარება შევთავაზე. ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევას შეუერთდნენ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ