ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ იარაღის რამდენიმე საწყობს დავარტყით და გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ღაზაში „ჰამასის“ იარაღის რამდენიმე საწყობს დაარტყეს და გაანადგურეს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„იარაღი განკუთვნილი იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად და მისი განადგურება საფრთხის მოსაშორებლად მოხდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამტკიცებენ, რომ იარაღის ერთ-ერთი საწყობი მეჩეთში იყო განთავსებული და რომ ეს ღაზაში ტერორისტული ორგანიზაციების მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სისტემატური ექსპლუატაციის კიდევ ერთი მაგალითია.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ