ბერდია სიჭინავა - აპრობირებული მეთოდია, ბევრი თანამდებობის პირი გვახსენდება გაპარული თუ გაგდებული ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით - თინათინ რუხაძემ ვერც მოსვლით დაამახსოვრა თავი ქვეყანას, ვერც წასვლით მოხდება რაიმე მნიშვნელოვანი

აპრობირებული მეთოდია, ძალიან ბევრი თანამდებობის პირი გვახსენდება გაპარული თუ გაგდებული იმ საბაბით თუ მოტივით, რასაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ჰქვია , - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გადადგომა.

როგორც სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თინათინ რუხაძე „კულტურის სფეროში ყველაზე ცუდი მინისტრი იყო, რომელმაც კულტურის სფეროს დასაცავად ხმის ამოღება ვერ გაბედა“.

"ამ ადამიანს კულტურის სფეროში არაფერი ღირებული არ შეუქმნია. ერთ ფაქტს ვერ დამისახელებთ, რომ ამ ადამიანმა კულტურისთვის რაიმე გააკეთა. მეტსაც გეტყვით, ამ ადამიანს „კულტურის მინისტრობა“ მოუწია იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების აშკარა ტერორი მიდიოდა თეატრებზე, მსახიობებზე, თავისუფალ შემოქმედებაზე, მწერლებზე და ასე შემდეგ. მას კულტურის მუშაკების დასაცავად სიტყვა არ ამოუღია. ამიტომ, ვერც მოსვლით დაამახსოვრა ამ ადამიანმა თავი ამ ქვეყანას და ვერც მისი წასვლით მოხდება რამე მნიშვნელოვანი. ეს არის პარტიულ ვერტიკალს დაქვემდებარებული ხელისუფლება, სადაც მინისტრებს პოლიტიკის განსაზღვრის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი საოპერაციო რეჟიმი არის იმ პარტიის მსახურება, რომელმაც ის კონკრეტულ შემთხვევაში მინისტრის პოზიციაზე წარადგინა. კულტურის მინისტრს ერთი გულშემატკივარი არ აღმოაჩნდა, რომელიც დაწერდა, რომ მან კულტურის სფეროში რაღაცას მიაღწია და გაწეული შრომისთვის მადლობას გადაუხდიდა. ალბათ, კულტურის სფეროში ყველაზე ცუდი მინისტრი იყო, რომელმაც ვერ გაბედა, ხმა ამოეღო კულტურის სფეროს დასაცავად იმ რეპრესიების ფონზე, რაც „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროს მიმართულებით მიდის“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს