ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინაში ვიზიტი ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის უკრაინაში ვიზიტი ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი ტრამპთან შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი ორი კვირის განმავლობაში კიევში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმადგენლის, სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის შესაძლო ვიზიტია. თუ ეს მოხდება, ეს მათი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას სურს უიტკოფთან და კუშნერთან ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენის იდეების დეტალურად განხილვა და ასევე სურს, რომ მათ თავად დაინახონ უკრაინაში არსებული ვითარება.

მან აღნიშნა, რომ უიტკოფი და კუშნერი, როგორც აქამდე, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ცდილობენ, რათა სივრცე შექმნან დიპლომატიისთვის, თუმცა, ზელენსკის თქმით, მისი აზრით, პუტინი არ დათანხმდება საბრძოლო ქმედებების შეჩერებას.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლის ველზე ამჟამინდელი დინამიკისა და პუტინის განზრახვებთან დაკავშირებული სკეპტიციზმის მიუხედავად ის, როგორც აქამდე, დაინტერესებულია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების აღდგენაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ