ანა წითლიძე - ხვალ არის პოლიტსაბჭო, რომელმაც უნდა მოიწვიოს ყრილობა და რომელმაც უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო - ექვსი თვის თავზე უნდა მოამზადოს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, 30 ივლისის პოლიტსაბჭოზე უნდა დადგინდეს ყრილობის ჩატარების წესი და შემდეგ ყრილობამ უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო, რომელმაც ექვსი თვის თავზე უნდა მოამზადოს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ უფლებამოსილების ვადა ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველას ამოწურული აქვს და ამიტომ ფუნდამენტურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება.

„ხვალ არის პოლიტსაბჭო. უფლებამოსილების ვადა ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველას ამოწურული აქვს. უფლებამოსილი პირი ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ არსებობს. შესაბამისად, ახლა პოლიტსაბჭომ უნდა მოიწვიოს ყრილობა, რომელმაც უნდა აირჩიოს დროებითი მმართველობითი ორგანო ანუ განაახლოს 6 თვით უფლებამოსილი პირების მანდატი. როდესაც განახლდება მანდატი, მერე, ექვსი თვის თავზე უნდა მოამზადოს პარტიის თავმჯდომარის არჩევნები.

ფუნდამენტურ საკითხებზე გადაწყვეტილება ვერ მიიღება, მაგიტომ ტარდება ხვალ პოლიტსაბჭო და მაგიტომ უნდა ჩატარდეს უახლოეს მომავალში ყრილობა. ხვალ პოლიტსაბჭო ადგენს ყრილობის ჩატარების წესს და შემდეგ ყრილობამ უნდა აირჩიოს მმართველობითი ორგანო, მმართველობით ორგანოში იქნებიან ის ადამიანები, ვისაც ყრილობა აირჩევს. პოლიტსაბჭომ უნდა დაადგინოს მათ შორის კანდიდატების რეგისტრაციის წესი და დელეგატები. პოლიტსაბჭო ხვალ რომ დაადგენს ამ წესს, შემდეგ ყრილობასა და პოლიტსაბჭოს შორის დროის მონაკვეთში იქნება კანდიდატების რეგისტრაცია, ოღონდ მმართველობის საბჭოში. თავმჯდომარის არჩევნები ახლა არ ტარდება და ეს არ უნდა აგვერიოს. გარდამავალი პერიოდი იქნება და ამ პერიოდის მთავარი მიზანია, მოამზადოს პარტია თავმჯდომარის არჩევნებისთვის“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს