ქობულეთი-ბათუმის გზაზე საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, საწვავმზიდს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ