მედია - საფრანგეთი ქვეყნიდან რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტს, ქსენია ფედოროვას აძევებს

საფრანგეთი ქვეყნიდან რუს პროპაგანდისტს, ქსენია ფედოროვას აძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო და ფრანგული მედია ავრცელებენ.

როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, ქსენია ფედოროვას, რომელიც რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT-ის ფრანგული სამსახურის დირექტორი იყო, პარიზის პრეფექტურის პოლიციამ ქვეყნიდან გაძევების ორდერი გადასცა.

“თავისი ნარატივების გავრცელებით, [ქსენია ფედოროვა] მოქმედებს, როგორც რუსეთის ხელისუფლების დეზინფორმაციული კამპანიების გამტარი”, - აღინიშნება დოკუმენტში, რომელსაც ფრანგული მედია გაეცნო.

მედიის თანახმად, დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ ფედოროვას მიზანი საფრანგეთში “საჯარო წესრიგის დესტაბილიზაციაა”, ის ასევე, ადანაშაულებს რუს პროპაგანდისტს “დეზინფორმაციისა და დესტაბილიზაციის გავრცელებაში წვლილის შეტანაში” საჯარო აზრის მანიპულაციის მიზნით.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოცემა Politico-სთან დაადასტურა, რომ ფედოროვას ქვეყნიდან გაძევების ორდერს სამშაბათს, 28 ივლისს, მოეწერა ხელი.

ცნობისთვის, RT-ის ფრანგული სამსახური, რომლის დირექტორიც იყო ფედოროვა, 2023 წელს დაიხურა ევროკავშირის სანქციების გამო. ამის შემდეგ ფედოროვა ულტრამემარჯვენე CNews ტელეარხზე, Europe 1 რადიოსადგურზე და Le Journal du Dimanche გაზეთში მუშაობდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ