საბერძნეთში ტყის ხანძრებს სამი მეხანძრე ემსხვერპლა

კრეტასა და პელოპონესზე ტყის ხანძრების ჩაქრობისას სამი ბერძენი მეხანძრე დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კუნძულ კრეტაზე ძლიერმა ქარმა ხანძარი გააძლიერა და რამდენიმე სოფლის ევაკუაცია გახდა საჭირო. კიდევ ერთი მეხანძრე გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც სამხრეთ პელოპონესის საპორტო ქალაქ გითეიოს მახლობლად უგონო მდგომარეობაში ნახეს.

ხანძრები ასევე გაჩნდა საბერძნეთის სხვა ადგილებში, ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსისა და ლესბოსის კუნძულებზე და ქალაქ ტრიფილიაში.

ამასთან, ესპანეთსა და საფრანგეთში ზაფხულის სიცხის მეოთხე ტალღა დაიწყო, მეხანძრეები ცდილობენ თავიდან აიცილონ მასშტაბური ხანძრების გაჩენა, რომლის გაკონტროლება ცოტა ხნის წინ გახდა შესაძლებელი.

თურქეთის სამხრეთ ნაწილში, მუღლას პროვინციაში ხანძრის გამო, ფეთიესა და ანტალიის დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი დაიკეტა და საავადმყოფოს ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი მძვინვარებს პორტუგალიაშიც, ვილა რეალის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ