პოლონური მედია - რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო პოლონეთში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა - ლუბლინის სავოევოდოს მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო პოლონეთში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა - ლუბლინის სავოევოდოს მოსახლეობამ აფეთქებების შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

პოლონეთის სამხედრო სარდლობის განცხადებით, ღამით, რუსეთის მიერ უკრაინის ოლქებზე იერიშების გამო ქვეყნის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავები განალაგეს.

ლუბლინის სავოევოდოსა და ქალაქ ლუბლინში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა, ხოლო ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აფეთქებების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.

ადგილობრივი მედიის ცნობთ, სავარაუდოდ, ლუბლინთან ახლოს დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა და მეხანძრეებმა 10 მეტრის დიამეტრის კრატერი აღმოაჩინეს.

ლუბლინის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, დასახლებულ პუნქტ ტარნავა-კოლონიაში ჩამოვარდა, თუმცა აფეთქებების შესახებ ცნობები სხვა დასახლებული პუნქტებიდანაც მიიღეს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია