ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული სარაკეტო საფრთხისგან დაცვა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს - ჩვენმა პარტნიორებმა იციან, როგორ შეუძლიათ დახმარება

ეს რუსული ტერორი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსული სარაკეტო საფრთხისგან დაცვა ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, - ამ განცხადებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გასულ ღამეს რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ იერიშებს ეხმაურება.

„გასულ ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქში, რადუშნეზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად მშობლები და სამი შვილი დაიღუპა. ორი ​​ბავშვი ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს. ლვოვში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იერიშებისას გამოყენებული იქნა 70-ზე მეტი რაკეტა, რომელთაგან დიდი ნაწილი ბალისტიკური იყო. ასევე გამოყენებული იქნა 280-ზე მეტი დრონი, მათგან 260-ზე მეტი ჩამოაგდეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინის საბრძოლო ავიაციამ რუსული ძალების მიერ გაშვებული რაკეტების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაგდო.

„ჩვენი პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების მწვავე დეფიციტის ფონზე, ჩვენი მეომრები ნამდვილად წარმოუდგენელ შედეგებს აღწევენ. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, როგორ შეუძლიათ დახმარება. დახმარებისა და ანტიბალისტიკური რაკეტების მოწოდების დაგვიანება იმ ტიპის ნგრევასა და მსხვერპლს იწვევს, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში