დონალდ ტუსკი ლუბლინის სავოევოდოში გაემგზავრა, სადაც დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ლუბლინის სავოევოდოში გაემგზავრა, სადაც დაუდგენელი ობიექტი ჩამოვარდა, - ინფორმაციას პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი, ადამ შლაპკა ავრცელებს.

„ღამით პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ლუბლინის სავოევოდოში გაემგზავრა“, - წერს შლაპკა X-ზე.

მანამდე, დონალდ ტუსკმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა მოიწვია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრეი სიბიგას განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა Kh-101-ის ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ დაარღვია და ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ტარნავა-კოლონიაში ჩამოვარდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში