ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინულ მხარეს ბრძოლისთვის, საქართველოს მოქალაქე კახაბერ ამირანაშვილს დაუსწრებლად 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქეს დაუსწრებლად 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კახაბერ ამირანაშვილს პატიმრობის მოხდა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.

„2022 წლის გაზაფხულზე ის უკრაინაში ჩავიდა და „ქართული ეროვნული ლეგიონის“ შემადგენლობაში გაწევრიანდა. ასევე, გაიარა სამხედრო მომზადება, რის შემდეგაც 2022 წლის ივლისამდე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას“, - წერს რუსული მედია.

საქართველოს მოქალაქე კახაბერ ამირანაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში