პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობით, კერძო კომპანიაში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროკურატურის ცობით, შეხვედრის მიზანს შრომითი ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები გააცნეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტრეფიკინგის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის, გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, ასევე ადამიანით ვაჭრობის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკულ ასპექტებზე.

„ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, კერძო კომპანიაში დასაქმებულმა პირებმა პროკურატურისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ტრეფიკინგის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციის მიზნით, მსგავსი საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ამასთან, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მრავალი წელია ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი.

ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შეფასების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა მოამზადა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 2025 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phps5HMIp.pdf

https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpZbX3Kc.pdf

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში