ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიამ უკრაინისთვის 3.47 მილიარდი ევროს გადარიცხვა 90 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის მხარდაჭერის სესხიდან დაიწყო.

გამოყოფილი თანხა შორ მანძილზე მოქმედი დრონების, რაკეტებისა და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების დაფინანსებას მოხმარდება.

„ჩვენი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვით, ჩვენ უკრაინას საკუთარი ხალხის დაცვაში ვეხმარებით. ასევე, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს კიდევ უფრო ვაახლოებთ. დრონების შესახებ ჩვენი შეთანხმება ასე ხორციელდება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში